+995 322 10 34 10 services@kudos.ge თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 61 FacebookInstagramLinkedIn
ბიზნესის დიაგნოსტიკა

უმცროსი ფინანსური კონსულტანტი

ფინანსური სერვისების საერთაშორისო კომპანია Kudos Georgia აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ფინანსური კონსულტანტის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

* დამკვეთი კომპანიის ბიზნეს საჭიროებების შესწავლა და ანალიზი;

* ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება;

* დამკვეთი კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების მომგებიანობის ანალიზი;

* ბიუჯეტის შედგენის პროცესში ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება;

* ფინანსური მოდელისათვის მონაცემების მომზადება;

ძირითადი მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ფინასური ან/და ბიზნეს მიმართულებით;

* ინგლისური ენის ცოდნა;

* მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტულად;

* Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

ადგილმდებარეობა:

* რ. აგლაძის ქუჩა (დამკვეთი კომპანიის მისამართი)

სამუშაო განაკვეთი:

* სრული;

ანაზღაურება:

* 800 ლარი (გადასახადების გარეშე);

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე 5 აპრილამდე წარმოადგინოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: services@kudos.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას შპს „ქუდოს ჯორჯიამ“ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.