+995 322 10 34 10 services@kudos.ge თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 61 FacebookInstagramLinkedIn
ბიზნესის დიაგნოსტიკა

ბუღალტერი

ფინანსური სერვისების საერთაშორისო კომპანია Kudos Georgia აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

* ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა;

* ბუღალტრული ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში;

* პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი;

* ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების წარდგენა შემოსავლების სამსახურში;

* ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;

* ბუღალტრის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:

* უმაღლესი/პროფესიული განათლება;

* აუცილებელია ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

* საბუღალტრო პროგრამა SuperFin-ის სრულყოფილი ცოდნა;

* აუცილებელია MS Excel-ის ცოდნა;

* უპირატესობა მიენიჭება ინგლისური ენის მცოდნე კანდიდატებს.

აუცილებელი უნარები:

* სამუშაოს მოკლე ვადებში შესრულების უნარი;

* ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;

სამუშაო განაკვეთი: სრული;

ანაზღაურება: 1,700 – 2,000 ლარი (გადასახადების გარეშე);

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე 2022 წლის 12 ივლისამდე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Services@Kudos.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას შპს „ქუდოს ჯორჯიამ“ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

Linkedin