ფინანსური სერვისების საერთაშორისო კომპანია Kudos Georgia აცხადებს ვაკანსიას სენიორ აუდიტორის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
* აუდიტის პროცესის ეფექტიანი ორგანიზება და წარმართვა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) შესაბამისად;
* Kudos International Network -ის მიერ შემუშავებული აუდიტის მეთოდოლოგიის სრულფასოვანი გამოყენება;
* აუდიტის პროცესში მომზადებული დოკუმენტების რევიზია;
* აუდიტის დასკვნის მომზადება და პარტნიორისთვის წარდგენა;
* პრაქტიკული ტრენინგების უზრუნველყოფა ფინანსური აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის;
ძირითადი მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება ფინასური ან/და ბიზნეს მიმართულებით;
* ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
* ფინანსურ აუდიტორად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
* Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
* IFRS და ISA სტანდარტების ცოდნა;
ადგილმდებარეობა:
* თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 61, ბიზნეს ცენტრი „მოზაიკა“
სამუშაო განაკვეთი:
* სრული;
ანაზღაურება:
* შეთანხმებით;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე 2024 წლის 17 თებერვლამდე წარმოადგინოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kudos.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას შპს „ქუდოს ჯორჯიამ“ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
