+995 322 10 34 10 services@kudos.ge თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 61 FacebookInstagramLinkedIn
ბიზნესის დიაგნოსტიკა

სენიორ აუდიტორი

ფინანსური სერვისების საერთაშორისო კომპანია “Kudos Georgia” აცხადებს ვაკანსიას სენიორ აუდიტორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** აუდიტის პროცესის ეფექტიანი ორგანიზება და წარმართვა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ISA) შესაბამისად;
** Kudos International Network -ის მიერ შემუშავებული აუდიტის მეთოდოლოგიის სრულფასოვანი გამოყენება;
** აუდიტის პროცესის დაგეგმვა;
** აუდიტის პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
** აუდიტის პროცესში მომზადებული დოკუმენტების მიმოხილვა;
** აუდიტის დასკვნის მომზადება და პარტნიორისთვის წარდგენა;
** პრაქტიკული ტრენინგების უზრუნველყოფა ფინანსური აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ფინანსურ აუდიტორად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება საერთაშორისო აუდიტორულ ფირმაში;
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ACCA (ჩაბარებული წიგნები) ჩაითვლება პრიორიტეტად;
** IFRS და ISA სტანდარტების ცოდნა;

პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 61, ბიზნეს ცენტრი “მოზაიკა”;
** სამუშაო განაკვეთი: სრული;
** ანაზღაურება: შეთანხმებით;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე 2026 წლის 30 მაისამდე წარმოადგინოთ LinkedIn Jobs – ის შესაბამისი ფუნქციით ან გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kudos.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და სასურველი მინიმალური სახელფასო განაკვეთი.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას შპს “ქუდოს ჯორჯიამ” დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.