ბოლო წლების განმავლობაში, ქართულ ბიზნესში თაღლითობის შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა. ფინანსური მანიპულაციები, არაგონივრული ხარჯები და მონაცემთა გაყალბება მცირე მაგალითებია იმ რისკებისა, რომლებიც კომპანიების განვითარებას უშლის ხელს. ამ პრობლემების გამო ხშირად ჩნდება ინტერესთა კონფლიქტები მენეჯმენტსა და დამფუძნებლებს შორის, რაც კომპანიაში ნდობის დეფიციტსა და ოპერაციული პროცესების გაუმჭვირვალობას იწვევს. საბოლოოდ კომპანიის ფუნქციონირება უკიდურესად რთულდება.
დამფუძნებლისა და მენეჯერის ინტერესთა კონფლიქტი
ქართული ბიზნესის რეალობაში ხშირად გვხვდება სიტუაცია, როდესაც კომპანიის დამფუძნებელი თავად ასრულებს დირექტორის როლსაც, რაც გარკვეულ უპირატესობებს იძლევა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებითაც ხასიათდება. კლასიკური მოდელის შემთხვევაში კი დაქირავებული დირექტორები / მენეჯერები დამოუკიდებლად მართავენ კომპანიას და ანგარიშვალდებულნი არიან დამფუძნებლების წინაშე. სწორედ ამ მოდელში – თუ დამფუძნებელი ვერ ადევნებს თვალს კომპანიის ფინანსურ მდგომარეობასა და პროცესებს, ხოლო მენეჯერი / დირექტორი არ უზრუნველყოფს სრულფასოვან აღრიცხვასა და რეპორტინგს – ჩნდება ინტერესთა კონფლიქტის მაღალი რისკი. ასეთი ვითარება ხშირად ხდება თაღლითობის საფუძველი და წინაპირობა. სწორედ აღნიშნული გაურკვევლობის დროს იწყება კონფლიქტები და ჩნდება საფუძვლიანი ან/და უსაფუძვლო ეჭვები ხელმძღვანელის თაღლითობაზე.
მმართველობითი აღრიცხვა და მისი მნიშვნელობა
გამართული მმართველობითი აღრიცხვა კომპანიაში გამჭვირვალობისა და ეფექტური მართვის უმთავრესი საფუძველია. მიუხედავად ამისა, ბევრ ქართულ კომპანიაში ჯერ კიდევ არ არის დანერგილი სრულფასოვანი მმართველობითი აღრიცხვის სისტემა, რაც აფერხებს სამეურნეო & ფინანსური პროცესების მონიტორინგს და იწვევს დამფუძნებლების ინტერესების უგულებელყოფას.
ამგვარ სიტუაციებში გვხვდება შემდეგი პრობლემები:
- დივიდენდის არასწორი განაწილება: ხშირია შემთხვევები, როდესაც კომპანიაში დივიდენდის განაწილება არასწორი ან უსამართლო მეთოდებით ხდება, რაც იწვევს დამფუძნებლის ფინანსურ ზარალს.
- ვირტუალური თანამშრომლები და სერვისები: კომპანიები ზოგჯერ არეგისტრირებენ ფიქტიურ თანამშრომლებს ან ქმნიან გამოგონილ სერვისებს (მ.შ. მენეჯერის მიერ ე.წ. „ატკატის“ მიღების მიზნით), რისთვისაც ფირმიდან წევენ არარეალურ და არასაჭირო ხარჯებს.
- არაგონივრული ხარჯები: მენეჯმენტის დაუდევრობით ხორციელდება არაგონივრული კაპიტალური, საოპერაციო და არასაოპერაციო ხარჯები, რომლებიც არ ემსახურება კომპანიის რეალურ საჭიროებებს.
- დოკუმენტურად დაუდასტურებელი შემოსავლები: შემოსავლები, რომლებიც არ არის სათანადოდ დოკუმენტირებული, შესაძლოა არაკეთილსინდისიერად დაიხარჯოს, გაიფლანგოს ან პირდაპირ იქნას მითვისებული.
გამართული მმართველობითი აღრიცხვა უზრუნველყოფს:
- ფინანსური პროცესების გამჭვირვალობას: ყველა ხარჯი, შემოსავალი და სამურნეო თუ ფინანსური ოპერაცია დეტალურად აღირიცხება და ადვილად შესამოწმებელი & დასადასტურებელია.
- გადაწყვეტილების ეფექტურობას: მმართველობითი აღრიცხვა მენეჯმენტს აძლევს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას.
- რეპორტინგის გაუმჯობესებას: დამფუძნებლები იღებენ დეტალურ ანგარიშებს, რომლებიც ზუსტად ასახავს კომპანიის შედეგებს, ფინანსურ მდგომარეობას და ტენდენციებს.
- თაღლითობის პრევენციას: გამართული აღრიცხვა ამცირებს ფინანსური მანიპულაციის, გაფლანგვისა და გაუმჭვირვალობის რისკს.
Kudos Georgia-ს მომსახურება: „დამფუძნებლის წარმომადგენლობა“
Kudos Georgia-მ 2024 წლის დასაწყისში დანერგა მომსახურების ხაზი – „დამფუძნებლის წარმომადგენლობა“ და ამ სერვისით უკვე ბევრმა საშუალო და დიდმა კომპანიამ ისარგებლა. მომსახურების ფარგლებში ჩვენ ვსწავლობთ ფირმის საოპერაციო და ფინანსურ გარემოს, ვიკვლევთ კომპანიის შედეგებს, ტენდენციებს, მდგომარეობას და პრობლემების გამომწვევ მიზეზებს. „დამფუძნებლის წარმომადგენლობა“ კომპანიის მეწილეებს ეხმარება ფინანსური და საოპერაციო პროცესების ზედამხედველობაში და მათთვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღებაში.
დამფუძნებელს ანგარიშის სახით წარვუდგენთ:
- რამდენად სწორად და სამართლიანად ხდება ფირმაში დივიდენდის განაწილება;
- აღინიშნება თუ არა კომპანიაში ფიქტიური / ვირტუალური თანამშრომლების ან სერვისის მიმწოდებლების აყვანის და მათზე ზედმეტი საზღაურის გაცემის ფაქტები;
- ფიქსირდება თუ არა კომპანიაში არაგონივრული კაპიტალური, საოპერაციო თუ არასაოპერაციო ხარჯები;
- აღინიშნება თუ არა დოკუმენტურად დაუდასტურებელი შემოსავლები, რომლებიც შემდგომ შესაძლოა, არამიზნობრივად და არაკეთილსინდისიერად იხარჯებოდეს;
- დეტალური ინფორმაცია სხვა პრობლემატურ საკითხებზე.
რა ხდება ანგარიშის წარდგენის შემდეგ?
ანგარიშის წარდგენის შემდეგ Kudos Georgia ეხმარება დამკვეთ კომპანიებს რეკომენდაციების შესრულებაში:
- თაღლითობის პრევენცია: გამოვლენილი პრობლემების აღმოფხვრა და რისკების შემცირება;
- მართვის გაუმჯობესება: რეპორტინგის სისტემისა და მმართველობითი აღრიცხვის გაუმჯობესება;
- ნდობის აღდგენა: მენეჯმენტსა და დამფუძნებლებს შორის ნდობის გაძლიერება კომპანიის ინტერესების დასაცავად.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენს კომპანიას სჭირდება გამჭვირვალობის გაზრდა ან გსურთ, რომ თავიდან აიცილოთ ინტერესთა კონფლიქტები, დაგვიკავშირდით! Kudos Georgia-ს გუნდი მზადაა, დაგეხმაროთ თქვენი ბიზნესის დაცვას და განვითარებას.
მმართველი პარტნიორი
ქუდოს ჯორჯია
