+995 322 10 34 10 services@kudos.ge თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 61 FacebookInstagramLinkedIn
ბიზნესის დიაგნოსტიკა

მომგებიანობის გასაღები – რატომ უნდა დანერგონ საქართველოს რითეილერებმა მმართველობითი აღრიცხვა

საქართველოს სწრაფად მზარდ საცალო ვაჭრობის ბაზარზე წარმატება აღარ განისაზღვრება იმით, ვინ ყიდის მეტს – არამედ იმით, ვინ ფლობს მეტ ინფორმაციას.

ყიდულობთ, ყიდით, უვლით მარაგებს, ხელფასებს უხდით თანამშრომლებს, მაგრამ არ იცით, რომელი მაღაზია კარგავს ფულს? რომელი პროდუქტია ზარალიანი? ან რატომ არის გაყიდვები მაღალ დონეზე, მაგრამ საბანკო ანგარიშზე ფული – არასაკმარისი?

მეტისმეტად ბევრი საშუალო ზომის საცალო ვაჭრობის კომპანია ფუნქციონირებს გაურკვევლობაში: მაღალი ბრუნვა, მაგრამ დაბალი მოგება; სავსე საწყობები, მაგრამ დეფიციტური ქეში; ძლიერი გაყიდვები, მაგრამ გაუგებარია, საიდან მოდის მოგება და საიდან – ზარალი.

Kudos Georgia-ს ამ სფეროს ხელშეწყობის მდიდარი გამოცდილება აქვს – ზუსტად ვიცით, რა გარდაქმნის რეაქტიულ კომპანიას სტრატეგიულად მართულ ორგანიზაციად: მმართველობითი აღრიცხვა.

რა არის მმართველობითი აღრიცხვა და რატომ არის ის ასე მნიშვნელოვანი?

მმართველობითი აღრიცხვა არ უკავშირდება არც საგადასახადო ვალდებულებების დაანგარიშებას, არც ფინანსური ანგარიშგების აუდიტს და არც კორპორატიული რეგულაციების დაცვას. ის ეხება პასუხებს! მმართველობითი აღრიცხვა მონაცემების ანალიზის სისტემური ინსტრუმენტია, რომელიც გეუბნებათ:

  • რომელი პროდუქტი აგენერირებს მოგებას და რომელი – პირიქით, გექაჩებათ ზარალში;
  • რომელია ლიდერი და აუთსაიდერი ფილიალები;
  • რამდენს ზარალობთ მარაგების ამოწურვით, ან გადაჭარბებული ხელფასებით;
  • როგორია თქვენი კომპანიის ფულადი სახსრები მომავალ თვეს და არა [მხოლოდ] გასულ პერიოდში

მმართველობითი აღრიცხვა გაძლევთ საშუალებას, კომპანიის საოპერაციო მიზნები დასახოთ რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით, ფასები და მარაგები დააოპტიმიზიროთ და ზუსტად დაადგინოთ, სად და რატომ იკარგება ფული.

რა აკლიათ ქართულ რითეილერებს?

თბილისის, ქუთაისის და ბათუმის საცალო ვაჭრობის კომპანიების უმეტესობა აკონტროლებს საბაზისო ციფრებს: გაყიდვებს, შესყიდვებს, ხელფასებს, მაგრამ იშვიათად აანალიზებენ:

  • კატეგორიის მიხედვით მომგებიანობას;
  • EBITDA-ს თითოეულ ფილიალზე / მაღაზიაზე;
  • მარაგების მოძველებისა და ბრუნვის კოეფიციენტებს;
  • ფულის მოძრაობის პროგნოზირებას სეზონურობის გათვალისწინებით;
  • გაყიდვებს კვადრატულ მეტრზე ან თითო თანამშრომელზე გადათვლით.

ამ მონაცემების გარეშე, გადაწყვეტილებები ხდება რეაქტიული – და ხშირად ძალიან ძვირადღირებული. ჩვენ ვნახეთ, როგორ კარგავენ საშუალო ზომის რითეილერები ათობით ათას ლარს წელიწადში არასწორი ფასდაკლებების, ზედმეტი მარაგების და გაუთვლელი გაფართოებების გამო.

მმართველობითი აღრიცხვა საცალო ვაჭრობის სექტორში მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა ინდუსტრიებისგან მისი ინტენსივობის, სისწრაფისა და დეტალიზაციის ხარისხით. საცალო ვაჭრობაში ოპერაციები ხორციელდება მაღალი მოცულობით და რეალურ დროში – გაყიდვები, მარაგების დონე, ფასდაკლებები და მომხმარებლის ქცევა საათობრივადაც კი შეიძლება შეიცვალოს. შესაბამისად, საცალო სექტორის მმართველობითი აღრიცხვა მოითხოვს ხშირ (ზოგჯერ ყოველდღიურ ან რეალურ დროში დაფუძნებულ) ანგარიშგებასა და ანალიზს, რომელიც მომგებიანობას წარმოაჩენს პროდუქტის, კატეგორიის, ფილიალისა და მცირე დროითი ინტერვალების მიხედვით.

განსხვავებით წარმოებისა ან მომსახურების სექტორებისგან, სადაც ანალიზი ძირითადად გრძელვადიან ციკლებს ან პროექტზე დაფუძნებულ ხარჯთაღრიცხვას ეყრდნობა, საცალო ვაჭრობის აღრიცხვა მუდმივად უნდა აკვირდებოდეს მარაგების ბრუნვას, ფასების მგრძნობელობასა და გაყიდვების წერტილებიდან მიღებულ მონაცემებს მომხმარებლების ქცევის შესახებ. ამის გამო, საცალო ვაჭრობის მმართველობითი აღრიცხვა გაცილებით ავტომატიზებული, დეტალური და ERP და POS სისტემებთან მჭიდროდ ინტეგრირებულია, რაც სწრაფ და ინფორმირებულ გადაწყვეტილებებს უზრუნველყოფს.

როგორ ეხმარება Kudos Georgia საცალო ვაჭრობის კომპანიებს

ჩვენი მმართველობითი აღრიცხვის აუთსორს სერვისი მორგებულია საცალო ვაჭრობის კომპანიებზე. ჩვენ არ გაწვდით მხოლოდ ციფრებით სავსე ცხრილებს – ჩვენ გთავაზობთ სიცხადეს, სტრატეგიას და კონტროლს.

რას გთავაზობთ:

  • ყოველკვირეული, ყოველთვიური და კვარტალური ანგარიშგება პრაქტიკული ანალიზით;
  • პროდუქტების და კატეგორიების მომგებიანობის ანალიზი;
  • ფილიალების ინდივიდუალური ფინანსური მაჩვენებლების შედარება;
  • ინტერაქტიული ვიზუალიზაცია მენეჯმენტისა და მფლობელებისთვის;
  • ფულის მოძრაობის პროგნოზირება და ხარჯების ოპტიმიზაციის რეკომენდაციები;
  • რეალურ დროში გაფრთხილება ფინანსურ რისკებზე.

და ყველაფერი ეს მორგებულია თქვენი ბიზნესის სპეციფიკაზე, ქართულ ან ინგლისურ ენაზე, ERP ან POS სისტემებთან ინტეგრაციის შესაძლებლობით.

პრაქტიკული მაგალითი

მოგვმართა რეგიონულმა საცალო ქსელმა (₾ 18.5 მილიონი წლიური ბრუნვით 6 მაღაზიაში). გაყიდვები იზრდებოდა, მაგრამ ფულადი სახსრები მუდმივად მწირი იყო, ხოლო მენეჯმენტს არ ესმოდა, რატომ იყო ორი ფილიალი მუდმივად ზარალში.

60 დღეში:

§ გამოვავლინეთ სამი ყველაზე ზარალიანი პროდუქტი – მაღალი ბრუნვის მქონე SKU-ები (სასაწყობო-სარეალიზაციო ერთეულები), რომლებსაც ფარული ლოგისტიკური ხარჯების გამო უარყოფითი საერთო მოგება ჰქონდათ;

§ მივაგენით 27%-იან ზედმეტი მარაგს ერთ ლოკაციაზე, რაც კაპიტალს „ყინავდა“;

§ ორ ფილიალში შრომითი დანახარჯები 40%-ით აღემატებოდა დანარჩენების საშუალოს, რაც მომგებიანობას ამცირებდა;

§ დავნერგეთ პროდუქტის დონეზე ბრუნვა-მომგებიანობის ანალიზი, ფილიალის მოგება-ზარალის უწყისების მომზადება და ყოველკვირეული ლიკვიდურობის პროგნოზირება;

§ ზედმეტი მარაგები შემცირდა 88%-ით;

§ წმინდა მოგების მარჟა გაიზარდა 5 პროცენტული პუნქტით;

§ აღმოიფხვრა ფულის დეფიციტი.

შედეგი? მხოლოდ პირველ წელს წმინდა მოგება გაიზარდა ₾ 625,000-ით და რაც მთავარია, მენეჯმენტმა სრულად დაინახა სურათი მომავალი გადაწყვეტილებების მისარებად.

ფინანსური დირექტორის კომენტარი:
„პირველად ვიგრძენი, რომ ბიზნესს ინსტინქტებით კი არა, რეალური ციფრებით ვმართავთ.“

რატომ უნდა იმოქმედოთ ახლავე

საცალო ვაჭრობა სწრაფად იცვლება – გამჭრიახი მენეჯერები იყენებენ მონაცემებს, პროგნოზებს და სისტემურ ანალიზს. ვინც ამას არ აკეთებს – დროს ჩამორჩება!

თუ ფლობთ საცალო ბიზნესს საქართველოში – 2 ან მეტი ფილიალით, ან ₾ 700,000-ზე მეტი წლიური ბრუნვით – მმართველობითი აღრიცხვა აუცილებელია თქვენთვის! Kudos Georgia დაგეხმარებათ, შექმნათ თქვენი „ანალიტიკური ცენტრი“ და რაც მთავარია – ეს შესაძლებელია საკმაოდ სწრაფად განხორციელდეს.

📩 დაგვიკავშირდით: services@kudos.ge.