- არსებობენ ადამიანები, რომელთაც მათემატიკა, გამოთვლები ეხერხებათ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მათი ახსნა-განმარტება, ციფრების თარგმნა შეუძლიათ. ორივე ნიჭია საჭირო, რომ ნამდვილი მიგნება გაკეთდეს, ამ ნიჭების პატრონი კი წარმატებული ფინანსისტია!
ბიზნეს კულტურა
ზოგადი დაკვირვებით, საქართველოში ბიზნესი, თითქოს ვითარდება, მთლიანი შიდა პროდუქტიც იზრდება და რეგისტრირებულ ორგანიზაციათა რაოდენობაც ბოლო სამ წელიწადში საგრძნობლადაა გაზრდილი, თუმცა ბიზნეს კულტურა და ბიზნესის კეთების პრინციპები არ იხვეწება.
გასაკვირია, მაგრამ შუა აზიის ქვეყნებში, რომლებიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ჩამორჩებოდნენ ბიზნესის კეთების მხრივ, დღეს ბიზნეს ეთიკასა და მმართველობით უნარებს ელვისებურად ავითარებენ, ცდილობენ ეკონომიკური ზრდის ტემპებს არ ჩამორჩნენ და მოზიდულ უცხოურ ინვესტიციებს მომზადებულები შეხვდნენ. ქართული ბიზნესი კი, იმ დასკვნამდეც კი ვერ მივიდა, რომ აუცილებელია გამართული აღრიცხვიანობა და ფინანსური მენეჯმენტი.
მონაცემების უგულვებელყოფის რისკები
ძალიან უცნაურია ის ფაქტი, რომ ქართული კომპანიების უმრავლესობა თვალახვეული მოქმედებს და არ იცის, თუ რა ფინანსური მდგომარეობა ჰქონდათ წარსულში და არც მომავალს პროგნოზირებს პროფესიონალურად. ასეთი კომპანიების უმრავლესობა უფრო ადრე, ვიდრე გვიან, ძალიან მაღალი ალბათობით, განიცდის კრახს. კანონიერი ბიზნესის წარმატების ყველა ისტორიაში მონაცემთა ანალიტიკა მოწინავე ადგილზეა. ის კომპანიები, რომლებიც მონაცემთა ანალიტიკას არ აკეთებენ, ბუნებრივად მხოლოდ მენეჯმენტის ემოციებით იმართებიან, რაც გაკოტრებაზე ხელის მოწერას ნიშნავს.
მონაცემთა ანალიტიკის სერვისი
საამაყოა, რომ KUDOS GEORGIA-ს დამკვეთი კომპანიები, რომლებიც ფინანსური მენეჯმენტის ან/და მონაცემთა ანალიტიკის სერვისით სარგებლობენ, ჩქარი ტემპებით იზრდებიან და სწორ მიგნებებს აკეთებენ, მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციები მომგებიანია, გაყიდვები ეფექტური, ხოლო შესყიდვები – სწორად დაგეგმილი.
იმედს ვიტოვებთ, რომ ქართული ბიზნესის მხრიდან გაიზრდება მნიშვნელოვნების შეგრძნება ფინანსურ მენეჯმენტსა და მონაცემთა ანალიტიკაზე და შესაბამისად, გაუმჯობესდება ბიზნესის კეთების კულტურა, რაც ბუნებრივად ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებას შეუწყობს ხელს.
