თუ აუდიტორის არჩევა ვერ მოასწარით და აუდიტორული დასკვნის გამოქვეყნების ბოლო ვადას უახლოვდებით – პანიკა საჭირო არაა: მკაცრად გაწერილი 4-5-კვირიანი რბოლით შესაძლებელია აუდიტის ჩატარება!
რატომ ჭიანურდება ხოლმე აუდიტი?
- მოლაპარაკებები გაიწელა: აუდიტის ფასი და პირობები დიდ ხანს განიხილებოდა და ხელშეკრულება დროულად ვერ დაიდო.
- ბუღალტრული ბაზა დაუსრულებელია: დასაკორექტირებელია კრედიტორული და დებიტორული ვალდებულებები, მარაგების მოცულობა, ძირითადი საშუალებების ღირებულებები და საგადასახადო ბალანსი.
- დამოკიდებული ხართ სხვებზე: ელოდებით ჯგუფის ან დედა-კომპანიის ინსტრუქციებს და პარტნიორების/იურისტების დასტურებს.
- რესურსი არ გყოფნით: გუნდი მცირეა, ადამიანები გადატვირთული, საკმარისი დრო არავის რჩება.
რად გვიჯდება დაგვიანებული სტარტი?
- დამატებითი ხარჯი და ზედმეტი დროის ხარჯვა კომუნიკაციაზე.
- მენეჯმენტის ენერგიის გაფანტვა.
- წნეხი ინვესტორების, ბანკებისა, და სახელმწიფოს მხრიდან.
- აუდიტორული მოსაზრების მოდიფიცირება: თუ დროულად ვერ მოვაგროვეთ საჭირო მტკიცებულებები (მაგ., ძირითადი საშუალებების რეესტრი, მარაგების ინვენტარიზაციის ანგარიში, სააღრიცხვო პოლიტიკის ადეკვატური დოკუმენტაცია, ბანკებისა და კონტრაგენტების წერილები).
30-დღიანი პრაქტიკული გეგმა
აუდიტის შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარება შესაძლებელია:
კვირა 1: სტარტი
- ავირჩიოთ აუდიტორი, შევათანხმოთ გრაფიკი და დავდოთ ხელშეკრულება.
- შევადგინოთ კლიენტის მოსამზადებელი დოკუმენტების (PBC) ნუსხა (კონკრეტულად ვინ რას ამზადებს და როდის).
- განვსაზღვროთ აუდიტის რისკის მართვის მიდგომები.
კვირა 2: საბაზისო მასალები
- მოვამზადოთ საბანკო ამონაწერები, საბუღალტრო ბაზა, დებიტორ/კრედიტორთა ნუსხები, ძირითადი საშუალებების რეესტრი, მარაგების კატალოგი;.
- ბანკებს, მომწოდებლებს, დამკვეთებს და მესამე პირებს გავუგზავნოთ მოთხოვნები დასტურის წერილებზე (შედარების აქტებზე).
- აუდიტორის თანდასწრებით ჩავატაროთ ძირითადი საშუალებებისა და მარაგების ინვენტარიზაცია.
კვირა 3: რთული თემები
- აუდიტორმა შეამოწმოს ფუნქციონირებადი საწარმოს პრინციპი, შემოსავლების აღრიცხვა, შრომის ანაზღაურების დარიცხვა, იჯარები, სესხები, პროცენტები, რეზერვები, საგადასახადო აქტივების დინამიკა, დებიტორები და კრედიტორები.
- ჩატარდეს რისკზე დაფუძნებული ანალიტიკა.
კვირა 4: შეჯამება და ხელმოწერა
- აუდიტორმა უზრუნველყოს ჩანაწერების განახლება, შენიშვნების გადახედვა, ფინანსური უწყისების და მმართველობითი ანგარიშგების საბოლოო მიმოხილვა.
- კლიენტმა ხელი მოაწეროს ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგებების დოკუმენტებს.
როგორ ვახერხებთ მოსწრებას?
Kudos Georgia-ს სწრაფი აუდიტის ქვაკუთხედებია:
- მობილიზაცია;
- დისციპლინა;
- პროფესიონალიზმი;
- მასშტაბირება;
- გამოცდილება.
რა უნდა მოამზადოთ დღესვე?
- ბრუნვითი უწყისი წინა წლის მონაცემებითურთ.
- დებიტორებისა და კრედიტორების სიები; ბანკის რეკონსილიაცია; სესხების ხელშეკრულებები და ამონაწერები.
- მარაგების ჩამონათვალი და გადათვლის ინსტრუქცია.
- ძირითადი საშუალებების რეესტრი: დამატებები, შემცირებები და სასარგებლო გამოყენების ვადები.
- ძირითადი ხელშეკრულებები და შემოსავლების გენერირების პრინციპების აღწერა.
- იჯარების სია ძირითადი პირობებით.
- წვდომა www.RS.ge-ზე და საგადასახადო დეკლარაციების შეჯერება ბუღალტერიასთან.
- იურისტის წერილი სასამრთლო დავების შესახებ.
- დაკავშირებულ პირებთან ოპერაციები.
- მმართველობითი ანგარიშგების მონახაზი.
ზემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტებს თუ მოამზადებთ, პირველი რაუნდის შენიშვნების 75%-ს თავიდან აირიდებთ.
რას ვიღებთ შედეგად?
- სამუშაო დრო 70–80%-ით მცირდება, როდესაც სურათი ნათელია, ხოლო სამუშაო და ვადები – მკაფიო.
- მოულოდნელობები ნაკლებად იჩენს თავს, რადგან რთულ თემებზე წინასწარ ვთანხმდებით.
- ზედმეტი ხარჯი მცირდება: დოკუმენტების მეორედ და მესამედ მოთხოვნა აღარ გვჭირდება.
ხშირად დასმული კითხვები
კ: უკვე გვიან ჰო არაა აუდიტორის არჩევა?
პ: შეიძლება კი, შეიძლება არა. აუდიტორის დაქირავება ყველა შემთხვევაში მოგიწევთ. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!
კ: ბუღალტერია არეულია და დაველოდოთ გამოსწორებას?
პ: არა. სჯობს პარალელურად ჩატარდეს ბუღალტერიის აღდგენა და აუდიტის ტესტირების დაგეგმვა.
კ: აუდიტის ღირებულება გაიზრდება?
პ: ალბათ კი, მაგრამ არა არსებითად.
კ: მოგვიანებით აუდიტორის შეცვლა შესაძლებელია?
პ: დიახ, ეს შეთანხმების ნაწილია.
მზად ხართ, დაეწიოთ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნების გრაფიკს სტრესის გარეშე?
Kudos Georgia გთავაზობთ გვიანი სტარტის აუდიტის პროგრამას, რომელიც აერთიანებს სწრაფ მზადყოფნას, ტექნიკურ მხარდაჭერას და პროექტის ოპერატიულ მართვას, რათა ფინანსური ანგარიშგება შესაბამისი აუდიტორული დასკვნით 1 ოქტომბრამდე გამოიცეს.
ჩანიშნეთ პროფესიული კონსულტაცია:
ელფოსტა: services@kudos.ge
ტელეფონი: +995 322 10 34 10
მისამართი: ბიზნეს ცენტრი მოზაიკა, დავით აღმაშენებლის გამზირი 61, თბილისი.
